"ორი წელი გავიდა, მაგრამ რუსეთმა ვერ გაიმარჯვა! რუსეთმა ვერ შეძლო უკრაინისა და თქვენი სიმტკიცის გატეხვა..." | ზურაბიშვილი

გამოქვეყნდა:

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და სრულმასშტაბიანი ომის დაწყების 2 წლისთავს ეხმაურება და ვიდეომიმართვას ავრცელებს.

"ორი წელი… ორი წელი გავიდა, მაგრამ რუსეთმა ვერ გაიმარჯვა! რუსეთმა ვერ შეძლო უკრაინისა და თქვენი სიმტკიცის გატეხვა. რუსეთმა ვერ შეძლო ევროპის დაყოფა და თქვენგან ევროპის გამოყოფა. თქვენს მიმართ სოლიდარობა ერთსულოვანია, მხარდაჭერა სახეზეა და წარმატება და გამარჯვება თქვენია!" - აცხადებს ზურაბიშვილი. 

შეგახსენებთ, რომ ზუსტად 2 წლის წინ, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. პუტინმა ომს "სპეციალური სამხედრო ოპერაცია" უწოდა და განაცხადა, რომ მისი მიზანი უკრაინის "დემილიტარიზაციასა და დენაციფიკაცია" იყო.

ომის დაწყებას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 30 სექტემბერს კი რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი