
უკრაინის საჰაერო ძალები აცხადებენ, რომ გასულ ღამეს რუსმა ოკუპანტებმა უკრაინას 12 "შაჰიდის" ტიპის დრონითა და რაკეტებით შეუტიეს. უწყება ამბობს, რომ მათ 12-ვე დრონი და 2 X-59 ტიპის რაკეტა გაანადგურეს.
"2024 წლის 24 თებერვლის ღამეს ოკუპანტებმა უკრაინას შეუტიეს ორი "ისკანდერის" რაკეტით (როსტოვის რეგიონიდან), სამი Kh-59 მართვადი საჰაერო რაკეტით (ხერსონის ოლქიდან) და შაჰიდის ტიპის 12 თავდასხმის დრონით (პრიმორსკო -ახტარსკიდან). საბრძოლო სამუშაოების შედეგად კიროვოგრადის, ოდესისა და მიკოლაევის რაიონებში განადგურდა ორი Kh-59 მართვადი საჰაერო რაკეტა და 12 "შაჰიდი," - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის უკრაინაში შეიჭრიდან 2 წელი გავიდა. 2022 წლის 24 თებერვალს პუტინმა სრულმასშტაბიან ომს "სპეციალური სამხედრო ოპერაცია" უწოდა და განაცხადა, რომ მისი მიზანი უკრაინის "დემილიტარიზაციასა და დენაციფიკაცია" იყო.
ომის დაწყებას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 30 სექტემბერს კი რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები.