რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ოლქი დაბომბეს | დაშავდა 2 ადამიანი

გამოქვეყნდა:

უკრაინული მედიის ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ოლქი დაბომბეს, რის შედეგადაც 2 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა.

ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ივან ფედოროვი ამბობს, რომ ახალგაზრდა ცოლ-ქმარი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ოკუპანტების თავდასხმის შედეგად დაზიანდა სოფელ ტავრისკეში მდებარე კერძო სახლი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი