
რუსეთის უკრაინაში შეჭრის მეორე წლისთავთან დაკავშირებით, ავსტრალიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა. სანქცირებულთა სიაში 55 პირი და 37 ორგანიზაცია მოხვდა.
"დღეს ავსტრალიის მთავრობამ დამატებითი მიზანმიმართული ფინანსური სანქციები და მოგზაურობის აკრძალვა დაუწესა 55 ფიზიკურ პირსა და 37 ობიექტს," - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც ავსტრალიის საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტეს, ახალი სანქციები ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც მონაწილეობენ უკრაინის დროებით ოკუპირებული რეგიონებიდან უკრაინელი ბავშვების დეპორტაციაში.
გარდა ამისა, სანქციები დაუწესდა რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიისა და ენერგეტიკის ობიექტებს, ასევე მასმედიის წარმომადგენლებს.