საკმარისი რაოდენობის იარაღით უკრაინა ბრძოლის ველზე გაიმარჯვებს...მოგიწოდებთ აქტიური მხარდაჭერისკენ | უკრაინის საელჩო

გამოქვეყნდა:

საქართველოში უკრაინის საელჩო ომის დაწყების მეორე წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ საკმარისი რაოდენობის იარაღით უკრაინა ბრძოლის ველზე გაიმარჯვებს. საელჩო ყველას უკრაინის აქტიური მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

"ამ დღეს, 2022 წელს, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი აგრესია დაიწყო. ომი გრძელდება. ინგრევა სახლები. იშლება ოჯახები. ჩვენ საყვარელ ადამიანებს ვკარგავთ და მუდმივ საფრთხეში ვცხოვრობთ. მიუხედავად ამისა, უკრაინელები თავიანთი სიმამაცითა და გამძლეობით მსოფლიოს გაოცებას აგრძელებენ. ჩვენ ბოროტების დამარცხებამდე ვიბრძვით. საკმარისი რაოდენობის იარაღით, უკრაინა ბრძოლის ველზე გაიმარჯვებს, რადგან ვიცით ის, თუ რისთვის ვიბრძვით. იმის გამო, რომ რუსეთი გაჩერებას არ აპირებს, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს სამყარო ჩვენთვის და ჩვენი შვილებისთვის უკეთესი ადგილი იყოს. ჩვენ იარაღით, დახმარებითა და მოქმედებების ადვოკატირებით უკრაინის აქტიური მხარდაჭერისკენ მოგიწოდებთ. ყოველი ძალისხმევა მნიშვნელოვანია და იგი უსაფრთხო მომავალთან გვაახლოებს. მხარი დაუჭირეთ უკრაინას", - ნათქვამია განცხადებაში [IPN].

 იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი