უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსებმა 23-24 თებერვალს უკრაინის 10 რეგიონში 103 დასახლება და 79 ინფრასტრუქტურული ობიექტი დაბომბეს.
სამხედრო დეპარტამენტის ინფორმაციით, რუსული დაბომბვის შედეგად არიან დაჭრილი და დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეები. მათი რაოდენობა ზუსტდება.
უწყების ცნობით, ოკუპანტებმა რეგიონები სხვადასხვა ტიპის იარაღით - ნაღმმტყორცნებით, ტანკებით, არტილერიით, საზენიტო რაკეტებით, საჰაერო თავდაცვის სისტემებით, საზენიტო რაკეტებით, უპილოტო საფრენი აპარატებითა და ტაქტიკური თვითმფრინავით დაბომბეს.