
ჩინეთში, ქალაქ ნანკინში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კომპლექსში გაჩენილ ხანძარს, სულ მცირე, 15 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავდა 44 პირი.
როგოროც DW წერს, წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი თავდაპირველად შენობის პირველ სართულზე გაჩნდა და მთელ შენობაზე გავრცელდა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.