გაჩერდა ასობით ბავშვის გულისცემა, დაიმსხვრა უამრავი ადამიანის ოცნება და მომავალი - ერთი კაცის ახირებამ არამხოლოდ უკრაინა, არამედ მთელი მსოფლიო შეცვალა. 2 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ვლადიმერ პუტინი უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე შეიჭრა და გაუმართლებელი, სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. პირველადი გეგმა და ე.წ. ბლიც კრიგი, ერთ კვირაში აეღო კიევი არ გამოუვიდა.
"ჩვენ ყველანი აქ ვართ" - პრეზიდენტი ზელენსკი და მისი მთავრობა არსად წავიდა, კიევი არ დაცემულა, უკრაინა 2 წელია გმირულად დგას და იბრძვის.
მამაცი უკრაინელები იბრძვიან არამხოლოდ საკუთარი, არამედ ცივილიზებული სამყაროს თავისუფლებისთვის. უკრაინელების მხარდამხარ ფრონტის წინა ხაზზე არიან ქართველი გმირი მებრძოლებიც. ომი ახლა ჩიხშია შესული. ყველაფერი დამოკიდებულია სტრატეგიული პარტნიორების დახმარებასა და იმაზე თუ რამდენად ოპერატიულად მიიღებს უკრაინა საჭირო საბრძოლო იარაღს დასავლეთისგან.