ალექსეი ნავალნის ცხედარი დედას გადაეცა | ნავალნის გუნდი

გამოქვეყნდა:

ნავალნის გუნდის ინფორმაციით, ალექსეი ნავალნის ცხედარი დედას გადაეცა. 

„ალექსეის ცხედარი დედას გადასცეს. დიდი მადლობა ყველას, ვინც ამას მოითხოვდა.

ამჟამად ლუდმილა ივანოვნა სალეხარდშია. დაკრძალვა ჯერ კიდევ წინ არის. ჩვენ არ ვიცით,  შეუშლის თუ არა მთავრობა ხელს მის ჩატარებას ისე, როგორც ოჯახს სურს და როგორც ალექსეი იმსახურებს. ჩვენ გავავრცელებთ ინფორმაციას, როგორც კი ხელმისაწვდომი გახდება“, - აცხადებს ნავალნის პრესმდივანი კირა იარმიში. 

შეგახსენებთ, გუშინ რუსეთის ეფ-ეს-ბემ ლუდმილა ნავალნაიას ულტიმატუმი წაუყენა და სამი საათი მისცა დრო - ოპოზიციონერი ხალხისგან  საიდუმლოდ და ცერემონიის გარეშე დაეკრძალა, ან მას კოლონიის ტერიტორიაზე, ყველასგან უცნობ ადგილას დაკრძალავდნენ. ამ დროისთვის უცნობია რა პირობებით გადასცა პუტინის რეჟიმმა ცხედარი ოჯახს

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი