ევროკომისია უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების ჩარჩოს მარტში გადასცემს - ამის შესახებ უკრაინაში მყოფმა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა განაცხადა:
"ვიცი, რომ თქვენ მუშაობთ ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად. ჩვენი მხრივ, ჩვენ, ევროკომისია, მარტის შუა რიცხვებში წარმოგიდგენთ მოლაპარაკებების ჩარჩოს", - თქვა ლეიენმა.
მისი თქმით, უკრაინის კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობის ანალიზის პროცესი (სკრინინგი) აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის გადაწყვეტილება ევროპულმა საბჭომ 2023 წლის 14 დეკემბერს მიიღო. ამავე დღეს მიენიჭა საქართველოს კანდიდატის სტატუსიც.