"თქვენ იცით, რა გვჭირდება და გესმით, რომ დროულად გვჭირდება" | ზელენსკი G7-ის ლიდერებს

გამოქვეყნდა:

გახსოვდეთ, რომ იმპერიული ამბიციები და რევანშიზმი ქრება მხოლოდ მათით დაავადებულთა დამარცხებით - ამ სიტყვებით მიმართა ვოლოდიმირ ზელენსკიმ "დიდი შვიდეულის" წევრ სახელმწიფოებს კიევიდან.

უკრაინის პრეზიდენტმა მათ კიდევ ერთხელ შეახსენა უკრაინის საჭიროებები:

"თქვენ კარგად იცით, რა გვჭირდება ჩვენი ცის დასაცავად, მიწაზე ჩვენი ჯარის გასაძლიერებლად და თქვენ იცით, რა გვჭირდება იმისათვის, რომ  გავაგრძელოთ ჩვენი წარმატება ზღვაზე.  თქვენ კარგად გესმით, რომ ეს ყველაფერი დროულად გვჭირდება. ჩვენ თქვენი იმედი გვაქვს" მიმათა ზელენსკიმ ლიდერებს.

უკრაინაში ომის 2 წლისთავზე კანადის, იტალიის, ბელგიის პრემიერმინისტრები და ევროკომისიის პრეზიდენტი ჩავიდნენ. გაფორმდა უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმებები. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი