გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი ოდესაში ჩავიდა

გამოქვეყნდა:

უკრაინაში რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შეჭრის მეორე წლისთავზე, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი, მოულოდნელი ვიზიტით ოდესაში ჩავიდა

ბერბოკი ოდესაში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასთან ერთად იმყოფებოდა. 

ეს მისი მეექვსე ვიზიტია უკრაინაში რუსული სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყების შემდეგ.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას კულებამ აღნიშნა, „უკრაინის გამარჯვებისთვის საჭირო ყველა გადაწყვეტილება მიიღება და გერმანია ამაშინ მთავარ როლს შეასრულებს“.

ბერბოკმა და კულებამ  რუსული დაბომბვების შედეგად დაზიანებული ოდესის პორტი და ფერისცვალების ტაძარი მოინახულეს. 

შეგახსენებთ, ომის ორი წლისთავზე უკრაინაში დღეს ჩავიდნენ კანადის პრემიერ მინისტრი ჯასტინ ტრუდო, იტალიის პრემიერ მინისტრი ჯორჯია მელონი, ბელგიის პრემიერ მინისტრი ალექსანდრ დე კროო, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი