აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა იემენში, "ჰუთების" 18 ობიექტზე დარტყმები განახორციელეს | პენტაგონი

გამოქვეყნდა:

პენტაგონის ცნობით, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის მოიერიშე თვითმფრინავებმა იემენში, "ჰუთების" 18 ობიექტზე დარტყმები განახორციელეს. 

BBC-ის მიხედვით, ეს არის აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის მიერ იემენში, "ჰუთების" წინააღმდეგ იერიშების მეოთხე სერია წითელ ზღვაში მათ მიერ ხომალდებზე თავდასხმების საპასუხოდ. დარტყმები მხარდაჭერილი იყო ავსტრალიის, ბაჰრეინის, კანადის, დანიის, ნიდერლანდებისა და ახალი ზელანდიის მიერ.

აშშ აცხადებს, რომ დარტყმები მიმართული იყო საწყობების, თვითმფრინავების, საჰაერო თავდაცვის სისტემების, რადარებისა და სათვალთვალო ვერტმფრენის წინააღმდეგ.

შეგახსენებთ, რომ აშშ და მისი პარტნიორებმა წითელ ზღვაში გემებზე გახშირებული თავდასხმების გამო, სამხედრო ოპერაციას აწარმოებენ. იემენში მოქმედი მეამბოხეების მხრიდან წითელ ზღვაში გემებზე შეიარაღებული თავდასხმები ისრაელსა და "ჰამასს" შორის 2023 წლის ოქტომბერს დაწყებული ომის შემდეგ გახშირდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი