ბელარუსში საპარლამენტო არჩევნები იმართება

გამოქვეყნდა:

ბელარუსში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. მოსახლეობა მე-8 მოწვევის პარლამენტისთვის 110 დეპუტატსა და ადგილობრივი საბჭოების წევრებს ირჩევს. უმრავლესობის მოსაპოვებლად 56 მანდატია საჭირო.

არჩევნებში ოთხი პარტია მონაწილეობს: კომუნისტური, ლიბერალ-დემოკრატიული, შრომისა და სამართლიანობის რესპუბლიკური პარტია და ბელაია რუს.

როგორც ბელარუსის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო "ბელტა" წერს, ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 5 411 საარჩევნო უბანი. რეგისტრირებულია 6.9 მილიონი ამომრჩეველი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი