
NDI-ის დელეგაცია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის წინასაარჩევნო გარემოს აფასებს. მათი შეფასებით, საარჩევნო მიუკერძოებლობასა და სამართლიანობასთან დაკავშირებით, ქვეყანაში, რიგი გამოწვევები ფიქსირდება. გარდა ამისა, მათი თქმით, არის შანსი, რომ საარჩევნო პროცესში ადმინისტრაციული რესურსი არასათანადოდ გამოიყენონ.
"არის რიგი გამოწვევები, სერიოზული გამოწვევებისა, საარჩევნო მიუკერძოებლობასთან და სამართლიანობასთან. მაგალითად, პოლარიზაცია, სიტყვიერი თავდასხმები, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან, არის შანსი, რომ არასათანადოდ შეიძლება იქნეს ადმინისტრაციული რესურსი გამოყენებული. და ასევე არის კითხვის ნიშნები ახალ საარჩევნო ტექნოლოგიებთან დაკავშირებით", - განაცხადა საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა პერ ეკლუნდმა.