ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებები კატარში განახლდა

გამოქვეყნდა:

ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებები განახლდა. მედიის ცნობით, ექსპერტები მოიწვიეს ეგვიპტიდან, კატარიდან, აშშ-დან, ისრაელიდან და "ჰამასიდან".

ისრაელის მედია წერს, რომ შაბათს, ისრაელის დელეგაცია მოსადის ხელმძღვანელის, დევიდ ბარნეას, ხელმძღვანელობით პარიზში იმყოფებოდა, სადაც მათ დროებითი ცეცხლის შეწყვეტა და ღაზაში "ჰამასის" მიერ მძევლების გათავისუფლების შესაძლებლობები განიხილეს. პარიზში მოლაპარაკებების დროს შეთანხმების "მონახაზიც" შეადგინეს, რომელიც "ჰამასმა" უნდა მიიღოს.

შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმის დროს "ჰამასის" მეთაურობით ტერორისტებმა მოკლეს დაახლოებით 1200 ადამიანი და აიყვანეს 253 მძევალი, ძირითადად მშვიდობიანი მოქალაქეები, რომელთაგან 130 ამ დრომდე, ღაზაშია, მათ შორის 30 სავარაუდოდ დაღუპულია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი