კრემლის "შავი ბანკი" საქართველოში | თენგო გოგოტიშვილის სიუჟეტი

გამოქვეყნდა:

პირდაპირ თუ ირიბად, რუსეთი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს საბრძოლო მოქმედებებში ითრევს. ჩრდილოკორეული იარაღის თემაზე დაწყებული სართაშორისო ჟურნალისტური გამოძიება ყველასათვის მოულოდნელად ცხინვალში რეგისტრირებულ ბანკამდე მივიდა.

ბანკი, რომლის ოფიციალურ მისამართად სეპარატისტული რეჟიმის ე.წ. ადმინისტრაციის გვერდით მდებარე შენობაა მითითებული, იარაღით ვაჭრობის არალეგალურ სქემაშია ჩართული. ამ იარაღს რუსეთი ჩრ. კორეის სახალხო რესპუბლიკიდან იღებს და შემდეგ უკრაინულ ქალაქებს ბომბავს. ცხინვალში რეგისტირებულ იგივე ბანკს კრემლი დონბასში, სეპარატისტების მიერ ნაძარცვი ქვანახშირის კონტრაბანდისთვის იყენებდა.

სხვათაშორის, ომის დაწყებამდე, ქვანახშირის არალეგალური ვაჭრობის ერთ-ერთი პუნქტი ოჩამჩირეც იყო, საქართველოს კიდევ ერთი ოკუპირებული რეგიონი, სადაც ამჯერად მოსკოვი საერთოდ ფლოტის ბაზირებას გეგმავს. ამგვარი შემოვლითი ფინანსური არხების აწყობა კრემლის მიერ შეიძლება უცნაურად გამოიყურებოდეს იმ ფონზე, როცა რუსული ბანკები ისედაც სანქცირებულები არიან. მაგრამ სქემაში დროებით ოკუპირებული ცხინვალისა და ეფ-ეს-ბეს შავი ბანკის ჩართვას კონკრეტრული მოტივაცია აქვს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი