მეორე წელია, ბაკურიანი სკოლის გარეშეა | ბავშვებს გაკვეთილები სასტუმროს დაქირავებულ ნომრებში უტარდებათ

გამოქვეყნდა:

მეორე წელია ბაკურიანის საშუალო სკოლას საკუთარი შენობა არ აქვს. სამთო კურორტზე, სადაც ბოლო წლებია სამშენებლო ბუმია, და ლამის ყოველთქვე ახალი სასტუმრო ან აპარკამენტების კორპუსი შენდება, ხელისუფლებამ სკოლის შენობის დასრულება ვერ მოახერხა. არათუ დასრულება, მშენებლობის დაწყებაც კი ჯერ ვერ ხერხდება, არადა დაპირების მიხედვით, სკოლის შენობა ამა წლის ზაფხულამდე უნდა დამთავარებულიყო.

ბაკურიანის ცენტრში, იმ მიწის ნაკვეთზე, სადაც სკოლის შენობა იდგა, ახლა მინდორია, სადაც ტურისტებისთვის დროებითი სავაჭრო ჯიხურები და ატრაქციონები იდგმება. თავისთავად ეს ნაკვეთიც სამშენებლო ბუმით გატაცებული ინვესტორებისთვის ნამდვილად მიმზიდველია. შესაძლოა ესეც იყო მიზეზი იმისა, რომ ამორტიზებული შენობის ადგილას ახალი სკოლის აგებას ხელისუფლება არ ჩქარობს. დრო მიდის, ადგილობრივი მოსწავლეებს კი დროში შეკვეცილი გაკვეთილები დროებით დაქირავებულ სასტუმროს ნომრებში უტარდებათ.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი