ბელარუსის ცესკოს ცნობით, არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 72.98% შეადგინა

გამოქვეყნდა:

ბელარუსის ცესკოს ცნობით, არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 72.98% შეადგინა - როგორც ადგილობრივი გამოცემა Belta ცესკოს თავმჯდომარე იგორ კარპენკოზე დაყრდნობით წერს, აქტივობა ოლქების მიხედვით ასე გამოიყურება: 

  • ბრესტის ოლქი - 75,82%,
  • ვიტებსკის ოლქი - 74,74%,
  • გომელის რაიონი - 75,85%,
  • გროდნოს ოლქი - 76,90%,
  • მინსკის ოლქი - 74,20%,
  • მოგილევის ოლქი - 77,03%,
  • ქ. მინსკი - 61,54%.

ამ დროისთვის უცნობია, როგორ ნაწილდება ამომრჩეველთა ხმები.

შეგახსენებთ, რომ ბელარუსის მოსახლეობა მე-8 მოწვევის პარლამენტისთვის 110 დეპუტატსა და ადგილობრივი საბჭოების წევრებს ირჩევს. უმრავლესობის მოსაპოვებლად 56 მანდატია საჭირო.

არჩევნებში ოთხი პარტია მონაწილეობდა: კომუნისტური, ლიბერალ-დემოკრატიული, შრომისა და სამართლიანობის რესპუბლიკური პარტია და ბელაია რუს.

ქვეყნის მასშტაბით 5 411 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი, რეგისტრირებული ამომრჩევლების რაოდენობამ კი 6.9 მილიონი შეადგინა.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი