"მარტსა და აპრილში გაგვიჭირდება", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრესკონფერენციაზე "უკრაინა 2024 წელი" განაცხადა და აღნიშნა, რომ რუსეთი შეტევას მაისის ბოლოსთვის ან ზაფხულის დასაწყისისთვის ამზადებს.
"მომდევნო თვეებში ჩვენი საქმე რთულად იქნება. რადგან აშშ-ში არის რყევები, რომლებსაც ზოგიერთ სახელმწიფოზე გავლენა აქვს. თუმცა, ევროკავშირმა შესაბამისი დახმარებით აჩვენა საკუთარი ლიდერობის შესაძლებლობა. ჩვენ გაგვიჭირდება მარტსა და აპრილში. სხვადასხვა ტალღების პერიოდს გავივლით: პოლიტიკურს, ფინანსურსა და სხვადასხვა ზეწოლას. რუსეთი კონტრიერიშს მოამზადებს ზაფხულის დასაწყისისთვის ან მაისის ბოლოს, თუ შეძლებენ. ისინი მოემზადებიან. ჩვენ მოვემზადებით ბრძოლისთვის. მიმაჩნია, რომ მათმა ბრძოლამ, რომელიც 8 ოქტომბერს დაიწყო, შედეგი არ გამოიღო. ჩვენი მხრივ, ჩვენ მოვამზადებთ ჩვენს გეგმას. აშშ-ის არჩევნები გარდამტეხი იქნება. და ამის შემდეგ გავიგებთ, რა იქნება შემდეგში", - განაცხადა ზელენსკიმ.
პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, როგორი იქნება ამ წლის ბოლო, მისი თქმით ის ბევრ რამეზე იქნება დამოკიდებული. მან განსაკუთრებით გამოყო პატრიოტის სისტემების მნიშვნელობა.
"ჩვენ რომ შეგვეძლოს ამ სისტემების გამოყენება ფრონტის ხაზთან უფრო ახლოს, ისინი არ მოგვიახლოვდებოდნენ, უკან დაიხევდნენ, ჩვენ მათ თავდაცვის ხაზებს გავტეხდით და წინ წავიდოდით. 10 პატრიოტი რადიკალურად შეცვლიდა სიტუაციას, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერს პატრიოტის სისტემები წყვეტს. მე მოგიყვანე ერთი მაგალითი. ორი-სამი ასეთი იარაღი და ეს იქნებოდა მათი დაცვის დასასრული. უბრალოდ დასასრული", - განაცხადა ზელენსკიმ.