უკრაინული მედიის ცნობით, ბულგარეთის პრემიერმინისტრი, ნიკოლაი დენკოვი, დელეგაციასთან ერთად, დღეს უკრაინაში ჩავიდა.
"ბულგარეთი მხარს უჭერს უკრაინის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში," - ნათქვამია ბულგარეთის მთავრობის განცხადებაში.
ბულგარეთის დელეგაციაში შედიან: იუსტიციის, გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის მინისტრები, ასევე, თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეები, შეიარაღებული ძალების უფროსი.