საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა იქირაოს ფართები, სადაც ცესკო გახსნის უბნებს | ჯაფარიძე ემიგრანტების არჩევნებში მონაწილეობაზე

გამოქვეყნდა:

ემიგრანტების ჩართულობა არჩევნებში და საერთაშორისო პარტნიორების მოთხოვნები -  "გირჩი- მეტი თავისუფლებისა" და "დროას" ლიდერების დღევანდელი ბრიფინგის თემა NDI-ს წინასაარჩევნო მისიის  მიღებული რეკომენდაციები იყო, რომელიც უცხოეთში მყოფი საქართველოს  მოქალაქეების ხმის მიცემის პროცესს ეხებოდა. 

პარტიის ლიდერები საგარეო საქმეთა სამინისტროს ქმედებისკენ და რეკომენდაციების გათვალისწინებისაკენ მოუწოდებენ. 

"გასაკეთებელი არის ის, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ უბრალოდ უნდა იქირაოს ფართები იმ ქალაქებში, სადაც რის მაღალი კონცენტრაცია საქართველოს მოქალაქეების და შემდგომ ამ ნაქირავებ ფართებში ცესკო გახსნის უბნებს. არაფერი სხვა გასაკეთებელი არ არის, ამას არ სჭირდება არც განსაკუთრებული ძალისხმევა, არც განსაკუთრებული ფინანსები. ეს გაარკვია NDI-ს სადამკვირვებლო მისიამაც და გასცა ეს რეკომენდაცია. ჩვენ გავაგრძელებთ ამ პროექტს  - "საარჩევნო ყუთი შენ ქალაქში", რომელსაც ახორციელებს "გირჩი- მეტი თავისუფლება" და "დროა" ერთობლივად და გავაგრძელებთ წნეხს საგარეო საქმეთა სამინისტროზე რომ მივიღოთ პასუხი, თუ რა უნდა გააკეთონ ქართველმა ემიგრანტებმა იმ ქალაქებში სადაც ისინი მასიურად ცხოვრობენ, რომ გაიხსნას საარჩევნო უბნები" განაცხადა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ.

NDI-ს მიერ მიღებული  დოკუმენტის მიხედვით, ქვეყანას აქვს ვალდებულება ემიგრანტებისთვის მოაწყოს საარჩევნო გარემო ხარვეზების გარეშე.   

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი