"დეოლიგარქიზაცია არის ერთ -ერთი იმ 9 რეკომენდაციიდან, რომელიც ევროკომისიამ განსაზღვრა. ჩვენ დეოლიგარქიზაცია გვესმის სისტემურად, ეს ნიშნავს ისეთი სისტემის შექმნას, რომელიც საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებას გახდის გამძლეს იმ ზეწოლების მიმართ, რომლებიც მოდის გავლენიანი მდიდარი ბიზნესმენების მხრიდან. ამ მიმართულებით ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ანტიკორუფციული ბიურო მნიშვნელოვნად გაძლიერდება.
ვენეციის კომისია არის საერთაშორისო სტანდარტების დამდგენი, ამიტომ ვენეციის კომისიასთან კონსულტაცია არის მნიშვნელოვანი და მათი რეკომენდაციები უნდა იქნას მიღებული ძალიან სერიოზულად. იმედი მაქვს, ეს სწორედ ასე იქნება."
ამბობს ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი