
დანიამ ორშაბათს განაცხადა, რომ შეწყვიტა გამოძიება 2022 წელს Nord Stream-ის მილსადენებზე აფეთქებასთან დაკავშირებით, რომლითაც რუსული გაზი გერმანიაში მიდის. მანამდე შვედეთმა ასევე დახურა გამოძიება აღნიშნულ საკითხზე.
Nord Stream 1 და 2 მილსადენები, რომლებიც ბალტიის ზღვის ქვეშ ატარებდნენ გაზს, 2022 წლის სექტემბერში შვედეთისა და დანიის ეკონომიკურ ზონებში აფეთქებების სერიის შედეგად დაზიანდა, მომხდარის შედეგად ჰაერში დიდი რაოდენობით მეთანმა ამოიფრქვა.
"დანიაში არ არის საკმარისი საფუძველი სისხლის სამართლის საქმის აღძვრისთვის... და ამიტომ კოპენჰაგენის პოლიციამ გადაწყვიტა დაასრულოს სისხლის სამართლის გამოძიება აფეთქებების შესახებ", - ნათქვამია დანიის პოლიციის განცხადებაში.
პოლიციამ დაამატა, რომ მათი აზრით, ადგილი ჰქონდა მიზანმიმართულ დივერსიას.
ამ თვის დასაწყისში შვედეთმა შეწყვიტა გამოძიება აფეთქებებთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ მას არ ჰქონდა იურისდიქცია ამ საქმეზე, მაგრამ გადასცა აღმოჩენილი მტკიცებულებები გერმანელ გამომძიებლებს, რომლებსაც ჯერ არ გამოუქვეყნებიათ რაიმე დასკვნები.