უკრაინული მედიის ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ოლქის ერთ-ერთი სოფელი არტილერიით დაბომბეს, რის შედეგადაც ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა.
ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ივან ფედოროვი ამბობს, რომ მათ მედიკოსები სამედიცინო დახმარებას უწევენ.
"რუსებმა ორი კაცი დაჭრეს. საოკუპაციო ძალებმა ფრონტის ხაზის სოფელი არტილერიით დაბომბეს. მედიკოსები დახმარებას უწევენ დაშავებულებს. ნგრევის შესახებ ინფორმაცია ზუსტდება," - ამბობს ფედოროვი.