ვინ აგებს პასუხს არაერთ შეწყვეტილ სიცოცხლეზე - ავარიების გაზრდილი სტატისტიკა საქართველოში

გამოქვეყნდა:

3 ადამიანი, მათ შორის მაშველები დაიღუპნენ გომის მთაზე ავტომობილში, რომელიც 100 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. სიკვდილს ებრძვის კიდევ რამდენიმე. 

სპეციალისტები საქართველოში ბოლო დროს გახშირებულ ავტოავარიებს აფასებენ, რომლებიც ხშირ შემთხვევაში მგზავრების ან მძღოლის სიკვდილით სრულდება. ექსპერტები ამბობენ, რომ ხელისუფლება უსაფრთხოებაზე არ ზრუნავს და ქვეყანაში სატრანსპორტო პოლიტიკა ჩამოშლილია.

ქვეყანა ვერაფერს სწავლობს ტრაგედიებიდან - ასე ფიქრობენ სპეციალისტები და ამის დასადასტურებლად შატილის ავარია მოჰყავთ. გამოძიება ჯერ ისევ სწავლობს, რა მოხდა ხევსურეთში. დაღუპულთა ოჯახის წევრები სამარშრუტო ტაქსის გაუმართაობაზე საუბრობენ,  ექსპერტიზის საბოლოო დასკვნა ჯერ ცნობილი არ არის. ტრაგიკული შემთხვევიდან 2 კვირის შემდეგ კი გამოიძიებას ჯერ არაფერი დაუდგენია, მეტიც დაღუპული მძღოლის ოჯახი ამბობს, რომ მათთან გამომძიებლებს კითხვებიც არ ჰქონიათ.

რა შედეგით დასრულდება გამოძიება და დაეკისრება თუ არა კომპანიას პასუხისმგებლობა, ეს ჯერჯერობით უცნობია. თუ პასუხი არ დააკმაყოფილებთ, დაღუპულების ოჯახების წევრები ერთობლივი სარჩელის მომზადებას გეგმავენ.

რატომ არის ავტომობილები მაინც გაუმართავი ტექინსპექტირების გავლის შემდეგ ან რატომ დადიან შეუმოწმებელი სამარშუტო ტაქსებით ტურისტული კომპანიები, ამ საკითხზე ოპოზიციას კითხვები აქვს ხელისუფლებასთან. პოლიტიკოსები ამბობენ, რომ კანონში გაუმართაობამ გაღარიბებული მოსახლეობა იძულებული გახადა, სავალდებულო ტექნიკურ შემოწმება ხშირად ნათხოვარი ან ნაქირავები ნაწილებით გაიაროს. ასეთი ფაქტები კი კორუფციის დამატებით ნიშნებს აჩენს .

ტექნიკურ შემოწმებას რომ მოსახლოების არცთუ ისე ცოტა ნაწილი მოტყუებით გადის, ამას ადასტურებენ ტექნიკური დათვალიერების ერთერთ ცენტრშიც, თუმცა რადგან მათ ამის გაკონტროლების ბერკეტი არ აქვთ, პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ.

ვინ აგებს პასუხს არაერთ შეწყვეტილ სიცოცხლეზე და როდის შეიცვლება ქვეყანაში სატრანსპორტო პოლიტიკა - ეს კითხვები კვლავ უპასუხოდ რჩება. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ავტოავარიაში 400-ზე მეტი პირი დაიღუპა. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი