
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საგარეო უწყებას მიმართა და ფსოუს "საზღვარზე" მომხდარ ინციდენტებზე ყურადღების გამახვილება სთხოვა. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება. აფხაზურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ფსოუს "საზღვარზე" აფხაზი ჟურნალისტებისა და საზოგადო მოღვაწეთა დაკავება და დაკითხვა ხდება. ინალ არძინბას უწყება ინფორმაციას ავრცელებს, რომ ამ ინციდენტების გამოყენება, ხშირად, ნეგატიური ინტერპრეტაციისთვის ხდება. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რამდენიმე დღის წინ დე ფაქტო უწყების ხელმძღვანელი ინალ არძინბა იმ ჟურნალისტებს და საზოგადო მოღვაწეებს არ შეხვდა, რომლებსაც "საზღვარზე" პრობლემები შეექმნათ.