"ერთი კვირის ვადაში პრეზიდენტს 9 პუნქტის შესრულების გეგმას წარვუდგენთ" | "გამარჯვების კოალიციის" ლიდერებმა ორბელიანების სასახლე დატოვეს

გამოქვეყნდა:

"ერთი კვირის ვადაში პრეზიდენტს 9 პუნქტის შესრულების გეგმას წარვუდგენთ", - ამის შესახებ ორბელიანების სასახლის დატოვების შემდეგ "გამარჯვების კოალიციის" ლიდერი გიორგი ვაშაძე საუბრობს. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრა, ძირითადად, სწორედ 9 დათქმას და მათ შესრულებას ეხებოდა. პრეზიდენტთან მათ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხზეც ისაუბრეს.

"ერთი კვირის ვადაში, ჩვენს ვერსიას "ნაციონალურ მოძრაობასთან", "სტრატეგია აღმაშენებელთან" წარვუდგენთ პრეზიდენტს, როგორ ვხედავთ ცხრა პუნქტის შესრულებას. ჩვენ ძალიან ფართო ჯგუფი გვყავს ამასთან დაკავშირებით, ვინც მუშაობს თითოეული რეკომენდაციის შესრულებაზე იმიტომ, რომ ძალიან კარგად გვაქვს გასიგრძეგანებული. და, დარწმუნებული ვარ, მიშაც იქნება თავისუფალი და ჩვენ ავაშენებთ ეკონომიკურად ძლიერ საქართველოს. ჩვენ ღიად ვისაუბრეთ ამ საკითხებზე, ღიად ვიტყვი, რომ უფრო კმაყოფილი ვიქნებოდი, რომ კონკრეტული პასუხით გამოვსულიყავი ახლა, თუმცა საკმაოდ საინტერესო საუბარი იყო ამ თემასთან დაკავშირებით. დანარჩენს უკვე დრო გვიჩვენებს. საჯაროდ ვიტყვი, რომ იმედს ვიტოვებ, რომ ქვეყნის ერთიანობისთვის და იმ დიდი განვითარებისთვის, რომელიც არის ევროკავშირი, პოლიტიკური პატიმრების საკითხის წარსულში ჩაბარება, იმედი მაქვს ყველა ვიპოვით ამ ძალას, რომ ერთმანეთისკენ ნაბიჯს გადავდგამთ", - განაცხადა ვაშაძემ.

ამ დროისთვის კი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს ხვდება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი