ერდოღანის თქმით, თურქეთი მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს, რომ გლობალური ძალა გახდეს 

გამოქვეყნდა:

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, თურქეთი მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს, რომ გლობალური ძალა გახდეს. ამის შესახებ მან ქალაქ ადანაში მხარდამჭერებთან შეხვედრაზე ისაუბრა. მისი მტკიცებით, ბოლო დროს, კრიზისების მოგვარებაში თურქეთის როლი უფრო და უფრო თვალსაჩინო ხდება.

"ჩვენ ვართ ლიბიაში, ჩვენ ვართ ყარაბაღში. ყველაა ამ ადგილას თურქეთი თავის ძმებს უერთდება და ამ გზაზე თავდაჯერებულად მიდის", - თქვა ერდოღანმა.

მისივე თქმით, წარმატებებია თურქეთის თავდაცვის ინდუსტრიიც წარმოების მიმართულებითაც: 

"როგორც შემცირდა ჩვენი დამოკიდებულება უცხოურ წყაროებზე თავდაცვის ინდუსტრიაში, გაიზარდა ჩვენი ეფექტურობა საერთაშორისო ასპარეზზე. როდესაც ჩვენ ავიღეთ პასუხისმგებლობა, 80%-ით სხვებზე ვიყავით დამოკიდებულები. ვყიდულობდით ყველაზე მეტ იარაღს და საბრძოლო მასალას, რომელსაც ვიყენებდით ტერორიზმთან ბრძოლაში. ჩვენს მიერ შეძენილ იარაღზე სრული კონტროლიც კი არ გვქონდა. რა გავაკეთეთ ამის აღმოსაფხვრელად? სხვა სფეროებთან ერთად, განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ თავდაცვის ინდუსტრიაზე... წლების წინ დაწყებული პროექტები დღეს თვითმფრინავებად, ტანკებად, გემებად და რაკეტებად იქცა და ეს თითოეული ჩვენგანის სიამაყეა. თურქეთი თავდაცვის მრეწველობის სფეროში ეპოსს წერს", - ამბობს ერდოღანი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი