უნგრეთის პარლამენტმა შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა

გამოქვეყნდა:

უნგრეთის პარლამენტმა შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა - გადაწყვეტილება 188 ხმით 6-ის წინააღმდეგ მიიღეს. უცხოური მედია წერს, რომ უნგრეთის პარლამენტმა ორშაბათს დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც შვედეთს NATO-ში გაწევრიანების საშუალებას აძლევს, რაც მას ალიანსში გაწევრიანების გზას საბოლოოდ გაუხსნის.

შეგახსენებთ, რომ სწორედ უნგრეთი იყო ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრ 31 ქვეყანას შორის უკანასკნელი, რომელმაც შვედეთის წევრობის რატიფიცირება მოახდინა. 

ცნობისთვის, შვედეთმა 2022 წლის გაზაფხულზე რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ფინეთთან ერთად NATO-ში წევრობის განაცხადი შეეტანა. მანამდე ეს ორივე ქვეყანა პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს ათწლეულობით იცავდა, თუმცა NATO-სთან მჭიდროდ თანამშრომლობდა.

უნგრეთის ამ გადაწყვეტილებით, შვედეთი ალიანსის 32-ე წევრი იქნება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი