"ქართული ოცნების" რუსული პროპაგანდა | კობახიძის რიტორიკას პარტიის რადიკალური ფრთაც აჰყვა

გამოქვეყნდა:

ირაკლი კობახიძეს ნებისყოფა აღარ ეყო. ახალმა პრემიერმინისტრმა უმაღლესი თანამდებობის პირისთვის შესაფერი რიტორიკით მხოლოდ რამდენიმე დღე ისაუბრა და ისევ ჩვეულ სტილს დაუბრუნდა. ყველაზე უხეში ფორმით დასავლეთის კრიტიკა მთავრობის მეთაურის დღევანდელი მთავარი მისია იყო და მის მიერ დუმილის დარღვევას "ქართული ოცნების" რადიკალური ფრთაც აჰყვა.

საქართველოს ხელისუფლების ეს ანტიდასავლური, ანუ რუსული პროპაგანდა შეუმჩნეველი არ რჩება. უკვე არა მხოლოდ მოსკოვიდან, არამედ მინსკიდანაც კი ისმის მადლობა "ქართული ოცნების" მისამართით.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი