კრიტიკული აზრის ჩახშობის მცდელობა, სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ წარმოებული კამპანია, თავდასხმა საერთაშორისო ორგანიზაციებზე და მმართველი გუნდის მიერ დამტკიცებული კანონი, რომელიც დემოკრატიულ ღირებულებებს უგულებელყოფს - ეს NDI-ის მძიმე დაკვნის მხოლოდ მცირე ნაწილია.
საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია არჩევნებამდე 8 თვით ადრე საქართველოში არსებულ წინასაარჩენო გარემოზე კრიტიკულ ანგარიშს აქვეყნებს. ორგანიზაცია მოურიდებლად წერს, რომ დეპოლარიზაციიის ნაცვლად, ხელისუფლება ოპონენტებზე განგრძობადი შეტევებით ქვეყანაში პოლარიზაციას კიდევ უფრო აღვივებს, რაც ეწინააღმდეგება ღია საარჩევნო გარემოს შექმნის გაცხადებულ მიზეზს.