"ჰეზბოლას" განცხადებით, ისრაელის მიმართულებით 60 რაკეტა ისროლეს

გამოქვეყნდა:

ლიბანის მიერ მხარდაჭერილი ტერორისტული ჯგუფის, "ჰეზბოლას" განცხადებით, ისრაელის სამხედრო ბაზას 60 რაკეტა ესროლეს.

"ქალაქ ბაალბეკთან სიონისტური აგრესიის საპასუხოდ, "ჰეზბოლამ" ბაზა გოლანის სიმაღლეებზე "60 კატიუშას რაკეტა" გაისროლა", - ნათქვამია ჯგუფის განცხადებაში.

სოციალურ მედიაში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ რამდენიმე რაკეტა ავტობუსს დაეჯახა და აფეთქდა, რომელსაც მგზავრები გადაჰყავდა. ამ დროისთვის, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი