უნგრეთის პარლამენტმა ქვეყნის ახალ პრეზიდენტად ტამამ შუიოკი აირჩია

გამოქვეყნდა:

უნგრეთის პარლამენტმა ქვეყნის ახალ პრეზიდენტად მმართველი პარტიის წარდგენილი კანდიდატი ტამამ შუიოკი აირჩია

"დღეს უნგრეთის პარლამენტმა უნგრეთის მომავალ პრეზიდენტად ტამაშ შუიოკი აირჩია. გილოცავთ ბატონო პრეზიდენტო! ღმერთმა დალოცოს შენი საქმე!" - წერს კოვაჩი.

მანამდე შუიოკი უკგრეთის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე იყო. ის ოფიციალურად ახალ თანამდებობას 8 დღეში დაიკავებს. მანამდე კი პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი პარლამენტის სპიკერი ლასლო კევერი იქნება.

უნგრეთის პარლამენტმა საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე ერთხმად მიიღო პრეზიდენტ კატალინ ნოვაკის გადადგომის განცხადება. შეგახსენებთ, რომ მან 10 თებერვალს ბავშვთა სახლში სექსუალური ძალადობის საქმის დაფარვისთვის, მსჯავრდადებული კაცის შეწყალების სკანდალის შემდეგ, გადადგომა გამოაცხადა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი