სამხრეთ ლიბანში, ავიაიერიშის შედეგად "ჰეზბოლას" უფროსი მეთაური ჰასან ჰუსეინ სალამი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ ინფორმაციას IDF-ი ავრცელებს და წერს, რომ ჰასან ჰუსეინ სალამი "ჰეზბოლას" რეგიონული დანაყოფის მეთაური და ისრაელის ჯარებზე და ისრაელის თემებზე ჩრდილოეთ ისრაელში თავდასხმებს ზედამხედველობდა.
IDF-ის ცნობით, ბოლო თავდასხმები, რომლებშიც სალამი მონაწილეობდა, მოიცავდა ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო თავდასხმებს კირიათ შმონაზე და 769-ე "ჰირამის" რეგიონული ბრიგადის ბაზაზე.
მანამდე მისი სიკვდილი "ჰეზბოლამ" გამოაცხადა, თუმცა ის მეთაურად არ მოუხსენიებიათ.