"თქვეს, რომ რუსეთისა და საქართველოს მტერი ვარ" | რუსი აქტივისტი ამბობს, რომ საქართველოში არ შემოუშვეს

გამოქვეყნდა:

რუსი აქტივისტი და არასამთავრობო ორგანიზაცია Frame-ის კოორდინატორი, მაქსიმ ივანცოვი საქართველოში არ შეუშვეს. ის დარწმუნებულია, რომ ეს დაკავშირებულია თბილისში რუსი ოპოზიციონერის, ბორის ნადეჟდინისთვის ხელმოწერების შეგროვების კამპანიასთან.

"მე არ ვარ ერთადერთი, ვისაც ხელმოწერების შეგროვების შემდეგ პრობლემები შეექმნა, დიდი ხანია შევამჩნიე, რომ საქართველოს ხელისუფლება მტკივნეულად რეაგირებს არა მხოლოდ ქართული პოლიტიკის შესახებ საჯარო განცხადებებზე, არამედ რუს ანტიპუტინ აქტივისტებზეც", - დაწერა მან.

ის ამბობს, რომ საზღვარზე უხეშად ელაპარაკებოდნენ, ხოლო მას შემდეგ რაც მან გადაწყვიტა საქართველოში პოლიტიკური თავშესაფარი ეთხოვა, მას მოსკოვში გაგზავნით დაემუქრნენ: "მათ თქვეს, რომ მე ვარ რუსეთისა და საქართველოს მტერი და საქართველო ისინი არიან".

საქართველოში არშემოშვების შემდეგ, ის დროებით უნგრეთში გაფრინდა.

"მე ვეცდები ისევ და ისევ საქართველოში შემოვიდე. მე გავასაჩივრებ როგორც გადაწყვეტილებას, ასევე იმ მოპყრობას, რომელიც მივიღე და მივმართავ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს", - დასძინა მან.

ივანცოვი ამბობს, რომ თბილისის ოფისში მისვლისას, სადაც ნადეჟდინისთვის ხელმოწერებს აგროვებდნენ, იგრძნო, რომ რაღაც ისე არ იყო, რადგან ხშირად მიდიოდნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები.

ფონდ "თავისუფალი რუსეთის" სამხრეთ კავკასიის ბიუროს დირექტორი, ეგორ კუროპტევი ამბობს, რომ ამ კვირაში უკვე ორი რუსი აქტივისტი არ შეუშვეს საქართველოში. მისი თქმით, ივანცოვი საქართველოში 2 წელია ცხოვრობს.

"იანვარში აქტიურად იყო ჩართული რუსი ოპოზიციონერი საპრეზიდენტო კანდიდატის, ბორის ნადეჟდინის ხელმოწერების შეგროვებაში, უშუალოდ კამპანიაში არ მონაწილეობდა, მან უბრალოდ საკუთარი სივრცე დაუთმო ხელმოწერების შეგროვებისთვის, რადგან ის ანტიპუტინისტურ და ანტიკრემლისტურ კამპანიას ეწეოდა, ეს გახდა მიზეზი, იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყანაში არ შემოუშვა", - ამბობს ის.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი