ამერიკელმა სამხედროებმა "ჰუთების" ხომალდები, ფრთოსანი რაკეტები და დრონი გაანადგურეს

გამოქვეყნდა:

აშშ-ის არმიის ცენტრალური სარდლობა აცხადებს, რომ გაანადგურეს 3 უეკიპაჟო ხომალდი და 2 ხომალდსაწინააღმდეგო ფრთოსანი რაკეტა, რომლებიც "ჰუთების" მიერ კონტროლირებადი ტერიტორიებიდან წითელი ზღვისკენ გასაშვებად იყო მომზადებული.

ცენტრალური სარდლობის თქმით, წითელი ზღვის თავზე განადგურებულია ერთი დრონიც. 

"ყველა აღნიშნული იარაღი წარმოადგენდა გარდაუვალ საფრთხეს რეგიონში სავაჭრო გემებისთვის და აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების გემებისთვის", - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ აშშ და მისი პარტნიორებმა წითელ ზღვაში გემებზე გახშირებული თავდასხმების გამო, სამხედრო ოპერაციას აწარმოებენ. იემენში მოქმედი მეამბოხეების მხრიდან წითელ ზღვაში გემებზე შეიარაღებული თავდასხმები ისრაელსა და "ჰამასს" შორის 2023 წლის ოქტომბერს დაწყებული ომის შემდეგ გახშირდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი