უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, განადგურებულია 2 რუსული რაკეტა და 11 "შაჰიდი"

გამოქვეყნდა:

უკრაინის საჰაერო ძალები აცხადებენ, რომ გასულ ღამეს რუსმა ოკუპანტებმა უკრაინას 13 "შაჰიდის" ტიპის დრონითა და 6 რაკეტით შეუტიეს. უწყების თქმით, განადგურებულია 11 დრონი და 2 რაკეტა.

"საბრძოლო ოპერაციების შედეგად, საჰაერო თავდაცვის სისტემამ გაანადგურა 2 Kh-59 მართვადი საჰაერო რაკეტა და 11 "შაჰიდი" ხარკოვის, სუმის, დნეპროპეტროვსკის, ხმელნიცკისა და კიროვოგრადის რეგიონებში", - ნათქვამია განცხადებაში. 

უწყების თქმით, Kh-59 და Kh-31P ტიპის რაკეტები ოკუპანტებმა ხერსონისა და დონეცკის ოლქებიდან გაუშვეს. ბალისტიკური რაკეტა "ისკანდერი" კი ვორონეჟიდან (რუსეთის ფედერაცია). რაც შეეხება "შაჰიდებს," ისინი რუსებმა პრიმორსკი-ახტარსკისა და კურსკის ოლქებიდან გაუშვეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი