ხვალ პარლამენტში რობინ დანიგანს მოუსმენენ

გამოქვეყნდა:

28 თებერვალს პარლამენტში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, საქართველოში აშშ-ის ელჩს, რობინ დანიგანს მოუსმენენ.

ეს ამერიკელი დიპლომატის პირველი მოსმენა იქნება პარლამენტში და საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითად ასპექტებსა და აშშ-ის საგარეო პოლიტიკას შეეხება.

კომიტეტის სხდომა 11:00 საათზეა ჩანიშნული.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა საქართველოში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე რობინ დანიგანის კანდიდატურა 2023 წლის 14 იანვარს წარადგინა. ამავე წელს მან კელი დეგნანი შეცვალა, რომელიც საქართველოში აშშ-ის ელჩად 2020 წლიდან მუშაობდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი