მოსკოვი ჟენევის დისკუსიების სხვა ადგილას გადატანას მოითხოვს, საუბარია, მინსკზე და ბაქოზე | ბჟანია და არძინბა

გამოქვეყნდა:

მოსკოვი ჟენევის დისკუსიების სხვა ადგილას გადატანას მოითხოვს, საუბარია, მინსკზე და ბაქოზე - აცხადებენ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი და ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი.

საოკუპაციო რეჟიმის "საგარეო უწყების ხელმძღვანელმა", ინალ არძინბამ ასლან ბჟანიას 2023 წლის საქმიანობის შესახებ "მოხსენება" წარუდგინა.

არძინბა აცხადებს, რომ „საქართველო უარს ამბობს პოლიტიკურ დიალოგზე ძალის გამოუყენებლობის შესახებ ორმხრივად სავალდებულო შეთანხმების ხელმოწერაზე“.

„დღეს რუსული მხარე აყენებს ძალიან მნიშვნელოვან საკითხს ჟენევის დისკუსიების ჟენევიდან სხვა ადგილას გადატანასთან დაკავშირებით. ეს განპირობებულია იმით, რომ ჟენევას სულ უფრო და უფრო ნაკლებად შეუძლია უზრუნველყოს თანაბარი პირობები მოლაპარაკებების ყველა მონაწილისთვის“, - ამბობს არძინბა.

"პრეზიდენტ" ბჟანიას თქმით კი, ეს საკითხი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მასთან შეხვედრისას დააყენა.

„ბატონ ლავროვთან ბოლო შეხვედრაზე მან თქვა, რომ ამ პლატფორმამ ამოწურა თავი. ამიტომ, მან იკითხა, ხომ არ აპროტესტებს აფხაზური მხარე სამუშაოების გაგრძელებას უფრო შესაფერისის მოძიებაზე. საუბარი იყო ასევე ბელორუსის დედაქალაქზე, ქალაქ მინსკზე, ან სხვა სახელმწიფოების დედაქალაქებზე, ყოფილი საბჭოთა კავშირის ყველაზე ნეიტრალურ სახელმწიფოებზე. თუ ეს გადაწყვეტილება მიიღება, მიმაჩნია, რომ ამაში ცუდი არაფერია. პირიქით, შესაძლოა, რამე უკეთესობისკენ შეიცვალოს“, - განაცხადა ბჟანიამ.

იანლ არძინბას თქმით, საუბარია აზერბაიჯანზეც.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი