საქართველოს ბუნდესტაგის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დელეგაცია ეწვია

გამოქვეყნდა:

საქართველოს ბუნდესტაგის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დელეგაცია ეწვია. საქართველოში გერმანიის საელჩოს ცნობით, ვიზიტის მთავარ თემებს წარმოადგენს დემოკრატიული ტრანსფორმაცია, კანონის უზენაესობა, ევროკავშირთან დაახლოება და ადამიანის უფლებების დაცვა საქართველოში.

"თბილისში ყოფნის დროს [27-29 თებერვალს] დელეგაცია გამართავს მაღალი რანგის შეხვედრებს პარლამენტსა და სამინისტროებში, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. დელეგაციას ასევე სურს, ადგილზე გაეცნოს რეფორმებისა და პროექტების განხორციელების პროცესს. მაგალითად პარლამენტარები მოინახულებენ ერთ-ერთ პენიტენციურ დაწესებულებას და უკრაინელი ლტოლვილების პროექტს "უკრაინულ სახლში," - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, დელეგაციის წევრები არიან: პარლამენტარები სონია აიხვედე (SPD), იან პლობნერი (SPD), კარსტენ მიულერი (CDU/CSU), სუზანე ჰირლი (CDU/CSU), ჯანან ბაირამი (Bündnis 90/Die Grünen), ტორსტენ ლიბი (FDP) და შტეფან ბრანდნერი (AfD). 

დელეგაციის ხელმძღვანელია კომიტეტის თავმჯდომარე ელიზაბეტ ვინქელმაიერ-ბეკერი (CDU/CSU).

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი