სამხრეთ კორეა: ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს საბრძოლო მასალით სავსე 6 700 კონტეინერი გაუგზავნა

გამოქვეყნდა:

სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრი, შინ ვონ-სიკი აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს საბრძოლო მასალით სავსე, დაახლოებით, 6 700 კონტეინერი გაუგზავნა,  უკრაინის წინააღმდეგ ომში მხარდასაჭერად.

როგორც შინ ვონ-სიკი ამბობს, კონტეინერებს 3 მილიონზე მეტი 152 მმ კალიბრის ან 500 ათასი 122 მმ კალიბრის საარტილერიო ჭურვის გადატანა შეუძლია.

"შეიძლება ითქვას, რომ, სულ მცირე, რამდენიმე მილიონი ჭურვი გაიგზავნა," - აღნიშნა სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრმა. მისი თქმით, საარტილერიო ჭურვების სანაცვლოდ, ჩრდილოეთ კორეამ რუსეთისგან საკვებით სავსე 9 000 კონტეინერი მიიღო.

როგორც შინ ვონ-სიკი ამბობს, ჩრდილოეთ კორეაში იარაღის მწარმოებელი ქარხნები, მასალისა და ელექტროენერგიის ნაკლებობის გამო, თავიანთი სიმძლავრის დაახლოებით 30%-ით მუშაობს, მაგრამ ის ქარხნები, რომლებიც რუსეთისთვის საარტილერიო ჭურვებს აწარმოებენ, სრული დატვირთვით მუშაობენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი