პუტინის მიერ დაფინანსებული ორგანიზაცია თბილისში კონფერენციის ჩატარებას გეგმავს

გამოქვეყნდა:

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ დაფინანსებული ორგანიზაცია Сколково თბილისში "დამოუკიდებელი საერთაშორისო კონფერენციის" - OpenTalks.AI ჩატარებას გეგმავს. როგორც მათ ვებგვერდზეა აღნიშნული, ფორუმის ჩატარება 6-7 მარტს იგეგმება. 

"კომპანიებისა და უნივერსიტეტების წამყვანი ML/DL 2024 წელს კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან, ამჯერად საქართველოში. 2 დღის განმავლობაში 4 მიმართულება იქნება - ბიზნესი, განვითარება, მეცნიერება და ტუტორიალები წლევანდელი განხილვის საკითხია ხელოვნური ინტელექტი", - წერს ორგანიზაცია. 

ორგანიზაციის ვებგვერდზევე ირკვევა, რომ გარდა Сколково-სი, ღონისძიების პარტნიორებს შორის არაერთი სანქცირებული კომპანიაა, მათ შორის VTB ბანკი, SberBank-ი და MegaFon-ი, ასევე მობილური ოპერატორი - Rostelecom.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი