ზელენსკი საუდის არაბეთში ჩავიდა

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტი საუდის არაბეთში ჩავიდა. ვოლოდიმირ ზელენსკი პრინც მუჰამედ ბინ სალმან ალ საუდს შეხვდება. მისი ინფორმაციით, მოლაპარაკებების მთავარი თემა მშვიდობის ფორმულა იქნება.

"გასულ წელს ჯიდაში, მრჩეველთა დონეზე ნაყოფიერი შეხვედრა ჩავატარეთ. ახლა ჩვენ ძალიან ახლოს ვართ პირველი სამშვიდობო სამიტის ჩატარებასთან და გვაქვს საუდის არაბეთის აქტიური მხარდაჭერის იმედი. 

მეორე თემა ტყვეთა და დეპორტირებულთა დაბრუნებაა. საუდის არაბეთის ხელმძღვანელობამ უკვე შეიტანა წვლილი ჩვენი ხალხის განთავისუფლებაში. დარწმუნებული ვარ, ეს შეხვედრაც მოიტანს შედეგს.

ჩვენ ასევე განვიხილავთ ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტიულ სფეროებს და საუდის არაბეთის მონაწილეობას უკრაინის რეკონსტრუქციაში." ნათქვამია ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი