"თუ ​​​​​​​შესაძლებელი იქნება სინჯის აღება, შეგვეძლება დავამტკიცოთ, რითი იყო ნავალნი მოწამლული..." | ინტერვიუ "ნოვიჩოკის" შემქმნელთან

გამოქვეყნდა:

"თუ შესაძლებელი იქნება სინჯის აღება, შეგვეძლება დავამტკიცოთ, რითი იყო ნავალნი მოწამლული..." - ამის შესახებ მეცნიერი, "ნოვიჩოკის" შემქმნელი ვილი მირზაიანოვი "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "დღის სტუმარი" საუბრობს.

"ნოვიჩოკი" ადამიანის სხეულში, შეიძლება, საკმაოდ დიდხანს დარჩეს. ის ადამიანის ყველა უჯრედში აღწევს და ცენტრალურ ნერვულ სისტემას აზიანებს. თუ მოწამვლის ვერსია სიმართლეა, ცხედარი ოჯახს დიდხანს იმიტომ არ გადასცეს, რომ ის, შესაძლოა, თვითონ წარმოადგენდა საფრთხეს. ალბათ 
​​​​​​​შეიყვანეს ანტიდოტები, რომ "ნოვიჩოკი" გადამცემი არ ყოფილიყო და თუ შეიყვანეს, სხეული აღარ იქნება საფრთხე, რადგან ის "ნოვიჩოკს" და სხვა ნივთიერებებს სპობს, თუმცა არა ისე, რომ თუ  შესაძლებელი იქნება სინჯის აღება, ისევ შეგვეძლება დავამტკიცოთ ან გამოვავლინოთ, რითი იყო ნავალნი მოწამლული...

ეჭვი მეპარება, ამ სინჯის აღების ნებართვა დართონ ოჯახს და რომც დართონ, ვინ გააკეთებს ამ ანალიზს?! ამას დიდი გამოკვლევა სჭირდება, სპეციალური ლაბორატორია, სადაც გამოვლინდება კვალი. მოქმედ ლაბორატორიებში ეფ-ეს-ბეს კონტოროლქვეშ მუშაობენ, ამიტომ ეს შედეგი დამაჯერებელი არ იქნება. თუ ცხედარს ინგლისში ან გერმანიაში წაიღებენ, რაღაცის გარკვევა შესაძლებელი იქნება, - ამბობს მირზაიანოვი. 

მისივე თქმით, ნოვიჩოკით მოწამვლის შემთხვევაში, ადამიანის ორგანიზმში, კვალი წლების მერეც რჩება: "შესაძლებელი იქნება კვალის გამოვლენა. თუ თვითონ ნივთიერება არ შეინახება, შენარჩუნდება დაშლის პროდუქტი, რომელსაც იწვევს ეს მომწამვლელი ნივთიერება".

კითხვაზე, რამდენ ხანში კლავს აღნიშნული ნივთიერება, მირზაიანოვი ამბობს, რომ "ყველაფერი იმ დოზაზეა, დამოკიდებული, რაც ადამიანის სხეულში შეჰყავთ". 

"თუ შეიყვანენ სადღაც 5 მილიგრამს, რაც არის მისი წონის ადამიანისთვის, მაშინ სიკვდილი შეიძლება მომენტალურად დადგეს, ნაკლებს თუ შეიყვანთ, მაშინ სიკვდილის პროცესი გაჭიანურდება", - განმარტავს "ნოვიჩოკის" შემქმნელი და ამბობს იმასაც, რომ "თუ ადამიანმა მიიღო ლეტალური დოზა, იწყება კონვულსიები და შემდეგ გულის გაჩერება". 

გადაცემის წამყვანის შეკითხვას კი, თავის დროზე რისთვის შეიქმნა "ნოვიჩოკი", ვილი მირზაიანოვი ასე პასუხობს:

"თავდაცვის მიზნით... ქიმიური იარაღი უნდა გამოეყენებინათ - მაგრამ ქიმიური იარაღი გამოიყენება მოსახლეობის მასობრივი ხოცვისთვის. ჩვენ ვერასდროს წარმოვიდგენდით, რომ ჩვენს მიერ გამოგონილ ნივთიერებას თავისივე მოქალაქეების მოსაკლავად გამოიყენებდნენ. ეს სრული შოკი იყო".

[სინქრონული თარგმანი]

ვილი მირზაიანოვის ჩართვა სრულად:

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი