უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, დღეს უკვე მეორე რუსული ავიაგამანადგურებელი სუ-34 ჩამოაგდეს.
ინფორმაცია უკრაინის საჰაერო ძალების მეთაურმა ნიკოლაი ოლეშჩუკმა გაავრცელა. მისი შეტყობინება უკრაინის დროით, 14 საათზე ფიქსირდება
ცნობისთვის, უკრაინელებმა აღმოსავლეთის მიმართულებით, რუსული სუ-34 დღეს, ადგილობრივი დილითაც ჩამოაგდეს, ადგილობრივი დროით, დაახლოებით 10 საათზე.