დაზვერვა მოუწოდებს საფრანგეთის მოქალაქეებს, პარიზის ოლიმპიადის წინ, რუსული მანიპულირების ნიშნების შესახებ შეატყობინონ

გამოქვეყნდა:

საფრანგეთის მოქალაქეებს მოუწოდებენ, პარიზის ოლიმპიადის წინ რუსული მანიპულირების ნიშნების შესახებ შეატყობინონ. შიდა სადაზვერვო სამსახური DGSI პოლიციას მოუწოდებს, რუსი აგენტების მიერ მიერ ჩატარებული აშკარა ოპერაციების, "სუსტი სიგნალებიც" კი გადასცენ. 

მათი თქმით, რუსულმა "მარიონეტებმა", შესაძლოა, საფრანგეთის საზოგადოებაში "განხეთქილების გასაძლიერებლად" მგრძნობიარე საკითხები გამოიყენონ. მსგავსი დეზინფორმაციული ოპერაციები ევროპის სხვა ქვეყნებშიც განხორციელდა.

სააგენტო AFP-ის თანახმად, რუსულმა დაზვერვამ ალტერნატიული მეთოდები დანერგა, "რომლებიც "მარიონეტების" ქსელების ჩართვის მიზნით" არიან მობილიზებულები. ბევრი მათგანი აღმოსავლეთ ევროპის რუსულენოვანი თემების წევრია, ზოგიერთი მათგანი, შესაძლოა, საფრანგეთში მოკლევადიანი ვიზიტით, ზოგიც კი "დიდი ხნის განმავლობაში ლეგალურად ან არალეგალურად" იმყოფებოდეს.

გაფრთხილების თანახმად, რუსული კამპანია მიზნად ისახავს "საფრანგეთის საზოგადოებაში უთანხმოების და შიდა განხეთქილების გაძლიერებას" ნებისმიერ სასარგებლო თემაზე - საპენსიო რეფორმიდან დაწყებული "ოლიმპიური თამაშების შეურაცხყოფით დამთავრებული".

გაფრთხილებები მას შემდეგ დაიწყო, რაც საფრანგეთის მთავრობამ გააძლიერა თავისი რიტორიკა რუსეთის წინააღმდეგ, რომლის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, საფრანგეთსა და სხვა ევროპულ ქვეყნებში, საფრთხის შესახებ.

საფრანგეთის მთავრობის ბოლოდროინდელი საინფორმაციო კამპანია - სახელწოდებით "რუსული დეზინფორმაცია" - ასევე მოუწოდებს საზოგადოებას გაფრთხილებისკენ, სადაც ნათქვამია, რომ "საჯარო დენონსაცია არის ერთ-ერთი მთავარი ბერკეტი ინფორმაციულ თავდასხმებთან ბრძოლაში".

ფრანგულ საზოგადოებაში მსგავსი "ჩარევის აქტების" შაბლონი გასული წლის ოქტომბერშიც იყო მალევე მას შემდეგ, რაც "ჰამასის" მეთაურობით შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ ისრაელს და მოკლეს მინიმუმ 1200 ადამიანი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი