სისხლიანი გარჩევა მეზობლებს შორის. რუსთავში ახალგაზრდა მამაკაცი ყოფით ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირების დროს მოკლეს. ვეფხია მაისურაძე ხელნაკეთი ცეცხლსასროლი იარაღით მიღებული რამდენიმე ჭრილობისგან ადგილზე დაიღუპა. სამედიცინო ბრიგადამ მისი დროული დახმარება ვერ შეძლო.
სავარაუდო დამნაშავე კახა ბადრიაშვილია, რომელსაც ერთ-ერთი მეზობელი ქალი ბუნებრივი აირის სისტემის გადაკეტვაში ადანაშაულებდა და სთხოვდა ვეფხია მაისურაძეს დაერეგულირებინა კონფლიქტი. საცხოვრებელი კორპუსის ეზოში დაწყებული საუბარი კი საბოლოოდ გასროლით დასრულდა. წინასწარი ინფორმაციით, დამნაშავე დაკავებულია, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯერ ცნობა არ დაუდასტურებია.
იხილეთ ასევე: