DW: ნავალნის ადვოკატი, ვასილი დუბკოვი დააკავეს

გამოქვეყნდა:

ალექსეი ნავალნის ადვოკატი, ვასილი დუბკოვი დააკავეს - ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს და წერს, რომ ის სამშაბათს, 27 თებერვალს, საღამოს დააკავეს. 

"წინასწარი მონაცემებით, დაკავების მიზეზი "საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაა", - წერს მედია.

ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ დუბკოვი თან ახლდა ალექსეი ნავალნის დედას, ლუდმილა ივანოვნას სალეხარდში, როდესაც ის შვილის ბედის გარკვევას ცდილობდა და მისი ცხედრის გათავისუფლებას ცდილობდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი