უკრაინამ მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი, უკრაინული თვითმფრინავის, AN-225-ის განადგურებაზე გამოძიება დაასრულა

გამოქვეყნდა:

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი თვითმფრინავის, AN-225 "Mriya"- ს განადგურებაზე გამოძება დაასრულა - როგორც უწყება წერს, მათ შეაგროვეს მტკიცებულებები ანტონოვის სახელმწიფო საწარმოს ყოფილი გენერალური დირექტორისა და საავიაციო უსაფრთხოების სამმართველოს უფროსის დანაშაულის შესახებ, რომელთა ქმედებამაც, მათი თქმით, თვითმფრინავის განადგურება გამოიწვია. 

SBU-ს ცნობით, ბრალდებულებს აღნიშნული მტკიცებულებების საფუძველზე, ბრალი ედებათ სისხლის

სამართლის კოდექსის 114-1 მუხლის მიხედვით, რაც უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და სხვა სამხედრო ფორმირებების კანონიერი საქმიანობისთვის ხელის შეშლას გულისხმობს. ისინი პატიმრობაში იმყოფებიან და 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

"დამნაშავეთა დანაშაულებრივმა ქმედებებმა გამოიწვია კიევისთვის ბრძოლების დროს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი აეროდრომის დროებით დესტრუქცია და AN-225 "მრია" თვითმფრინავის განადგურება", - წერია ანგარიშში.

უწყების გამომძიებლებმა წინასწარი გამოძიება დაასრულეს და საბრალდებო დასკვნა სასამართლოს გადაუგზავნეს. გამოძიება გენერალური პროკურატურის დაცვის სფეროში სპეციალიზებული პროკურატურის პროკურორების საპროცესო ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი და უძლიერესი თვითმფრინავი, უკრაინული წარმოების An-225 "Mriya", გასული წლის თებერვლის ბოლოს, რუსული ჯარების საჰაერო თავდასხმის შედეგად კიევში, გოსტომელის აეროპორტის მახლობლად დაიწვა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი